გურამ მაჭარაშვილი: მელიამ ბევრი “ნაციონალის” პოზიცია გააღერა, რომლებიც თვლიან, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა

“მან [ნიკა მელია], პრაქტიკულად, ბევრი ნაციონალი მხარდამჭერისა და წევრის პოზიცია გააჟღერა, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ნიკა მელიას მიერ ფარულ ჩანაწერებში გაკეთებულ განცხადებებს.

მაჭარაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დეგრადაციის პროცესი დაწყებულია.

„ამავდროულად, სააკაშვილი ამბობს, რომ თუ ის არ იქნება თავისუფალი, „ნაციონალური მოძრაობა“ მას არ ადარდებს. გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დეგრადაციის პროცესი დაწყებულია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ქრონიკამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ფარული ვიდეოჩანაწერი მოიპოვა, რომელიც მათ მოქალაქემ გადასცა. ვიდეო თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში 4 თებერვალს არის ჩაწერილი, რა დროსაც ნიკა მელია მხარდამჭერებს უმტკიცებს, თუ როგორი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები