კასპის, ხაშურის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო ჭრის 6 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 6 ფაქტი გამოავლინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კასპის, ხაშურის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოჭრეს ჯამში 11 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე.
“შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.