გია ვოლსკი: დავით კირკიტაძემ დანაშაული ჩაიდინა და ფაქტია, რომ ამ დანაშაულს გარკვეული რეაგირება უნდა მოჰყვეს
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, განცხადებით, დავით კირკიტაძემ დანაშაული ჩაიდინა და ამას გარკვეული რეაგირება უნდა მოჰყვეს. ის პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.
„ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობასა და ანგარიშსწორებას საკმაოდ უხეშ ფორმებში. მახსოვს, დავით კირკიტაძემ თავი გამოიჩინა ავტობუსის მძღოლზე, პოლიციელზე თავდასხმითაც. დაკავებული იყო და შემდეგ ვადამდე გაათავისუფლეს. ფაქტია, რომ დანაშაული ჩაიდინა და ფაქტია, რომ ამ დანაშაულს გარკვეული რეაგირება უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეების, მათ შორის, დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.