მიხეილ სააკაშვილი: კომბოსტო რომ 3-ჯერ გაძვირდა, ჩემი ბრალი ყოფილა, დამიმძიმეთ ბრალი, გთხოვთ

“ინფლაცია არის სააკაშვილის ბრალიო, სააკაშვილის ბრალი ყოფილა და დამიმძიმეთ ბრალი, გთხოვთ”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“გუშინ გამოვიდნენ, ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო, სააკაშვილის ბრალი ყოფილა და დამიმძიმეთ ბრალი, გთხოვთ. სასამართლო სისტემას ვთხოვ – გთხოვთ, სასწრაფოდ დამიმძიმეთ ბრალი. გუშინ „ოცნებამ“ თქვა, რომ კომუნალურები რომ თითქმის ორჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალია; ის, რომ კომბოსტო 3-ჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალი ყოფილა; ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასები და ის, რომ ხალხს არ გაეზარდა ხელფასები, ჩემი ბრალია. დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე, მართალი რომ ვთქვათ – ჩემი ბრალია, რომ ამ მატყუარების, ფლიდების და საქართველოს მოძულე ადამიანის საქართველოში შემოშვება დავუშვი. ეს ნამდვილად არის ჩემი ბრალი და ისტორია ამაში მე გამამტყუნებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები