“2004 წლიდან მოყოლებული, „ნაცმოძრაობას“ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ რუსეთს არ ჰქონოდა უპირატესობა რეგიონში” – გია ვოლსკი
„2004 წლიდან მოყოლებული,, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ რუსეთს არ ჰქონოდა უპირატესობა რეგიონში და თუნდაც საქართველოში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უკრაინაში გამგზავრების შესახებ განაცხადა.
“ეს არის მავნებელი ადამიანის ჯგუფი, რომლებიც იყვნენ მმართველობაში და დღეს ცდილობენ საკუთარი თავის გამართლებას იმით, რომ პრინციპული პოზიცია უჭირავთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
“ნაცმოძრაობის” წევრები უკრაინაში გუშინ გაემგზავრნენ.