გია ვოლსკი – “ნაცმოძრაობაზე”: მათი ბელადის ციხეში ყოფნის დროს პარლამენტში მუშაობის სურვილი არა თუ არ აქვთ, არც შეუძლიათ

“არავითარი მიზანი, არავითარი სურვილი იმისა, რომ პარლამენტში იმუშაონ მათი ბელადის ციხეში ყოფნის დროს, მათ არა თუ არ აქვთ, არც შეუძლიათ, უფლება არ აქვთ”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა “ფანდია”.

„ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შემოსვლა ფიზიკურად მოხდა, თუმცა, არავითარი მიზანი, არავითარი სურვილი იმისა, რომ პარლამენტში იმუშაონ, მათი ბელადის ციხეში ყოფნის დროს, მათ არა თუ არ აქვთ, არც შეუძლიათ, უფლება არ აქვთ. საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეაც არის ფანდი, რათა სააკაშვილის თემის აქტუალობა შეინარჩუნონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები