გია ვოლსკი – დეკანოიძეს: პროცედურული ომი ძალიან მცირე დოზაა პრინციპული დამოკიდებულებისა, რომელიც იმ საკითხებზე უნდა გვქონდეს, რასაც ოპონენტები გვთავაზობენ

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” პრინციპული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს “ნაცმოძრაობის” შეთავაზების მიმართ, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება.

“პროცედურული ომი, რაზეც “ნაცმოძრაობა” ლაპარაკობს, არის ძალიან მცირე დოზა იმ პრინციპული დამოკიდებულებისა, რაც შეიძლება, გააჩნდეს საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს პოლიტიკურ ძალას ამ უსამართლო სათაურის მიმართ (მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა) და, ზოგადად, იმ შინაარსის მიმართ, რასაც ოპონენტები გვთავაზობენ, როცა დღის წესრიგში უნდა იდგეს საკითხი სათაურით – სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები ხალხის მიმართ. არის საკითხები, რომელიც ეხება ეროვნული უსაფრთხოების თემას, საზოგადოებაში დაპირისპირების პრევენციის თემას, რასაც საგანგებო ყურადღებას ვაქცევთ და გაცილებით უფრო გლობალურია დაპირისპირების პერსპექტივა, რასაც ოპონენტები გვიქადიან ამ კომისიის შექმნით”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას “ქართული ოცნება” პროცედურულ ომს გამოუცხადებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები