სალომე სამადაშვილი „ლელოს“ პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა
ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი პარტიას “ლელო საქართველოსთვის” შეუერთდა.
როგორც სამადაშვილის წარდგენისას “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, სამადაშვილი პარტიის პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა.
“ბედნიერები ვართ, რომ ასეთი სერიოზული ძალა შემოემატა “ლელოს”. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება, ყველა ძალის შეკრება საქართველოში, რადგან არის გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ასევე, ჩვენს მოძმე ქვეყანა უკრაინას. რაც რეგიონში ხდება, ამას საქართველო მომზადებული და გაძლიერებული უნდა დახვდეს”, – განაცხადა ხაზარაძემ.