ალეკო ელისაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: უფრო, ველოდები იმას, რაც იყო – მაგიდაზე შეხტომა, კივილი, წივილი
„უფრო, ველოდები იმას, რაც იყო – მაგიდაზე შეხტომა, კივილი, წივილი, „მიშა გამოუშვით“, „მიშა ნატანჯია“, – ასე პასუხობს „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კითხვას – თუ რას ელის „ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო საქმიანობიდან.
მისივე თქმით, თუ “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგში ხალხი იქნება – ის მათთან ერთად იმუშავებს.
„უფრო ველოდები იმას, რაც იყო – მაგიდაზე შეხტომა, კივილი, წივილი, „მიშა გამოუშვით“, „მიშა ნატანჯია“, „მიშა წამებულია“… თუ ეს არ მოხდება და ხალხი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში, სასიამოვნოდ გაოცებული ვიქნები და მათთან ერთად ვიმუშავებ ამაზე“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.