დევი ტაბიძე: პიკი თებერვლის შუა რიცხვებში იქნება, ვინ ვის გადასდო ვირუსი, ვინ არიან კონტაქტები – ამის კვლევას უკვე აზრი აღარ აქვს
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” კლინიკური მენეჯერი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, დევი ტაბიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს.
“ვინ ვის გადასდო ვირუსი, ვინ არიან კონტაქტები, ამის კვლევას უკვე აზრი აღარ აქვს. ვირუსი მთლიანად მოდებულია უკვე და ძალიან სწრაფად ვრცელდება. დღევანდელი 24 000 შემთხვევა კიდევ გაიზრდება. ჩემი აზრით, პიკზე ჯერ კიდევ არ ვართ მისულები, ეს პერიოდი დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში იქნება”, – აღნიშნა ტაბიძემ.