მარინა ენდელაძე – ეპიდვითარებაზე: პიკური მაჩვენებელი ეს თვე გაგრძელდება
“პიკური მაჩვენებელი ეს თვე გაგრძელდება”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების გამო, განსაკუთრებით დატვირთულია ამბულატორიული სექტორი.
“პიკური მაჩვენებელი ეს თვე გაგრძელდება. შემდეგ თანდათან უნდა დაიწყოს კლებამ. ვირუსმა მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე მოიცვა. ამბულატორიული სექტორი განსაკუთრებით დაიტვირთა, რადგანაც ძალიან ბევრი ინფიცირებულია”, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.