მათიკაშვილი – “ნაცმოძრაობაზე: ძალიან უწესოდ მოიხსენიებდნენ თავიან კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც კი დააპირებდა პარლამენტში შემოსვლას

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ალბათ, ყველა პირობა დაარღვია, რაც კი ოდესმე უთქვამთ ან მიუციათ საკუთარი თავისთვის და ამომრჩევლისთვის. მათი უპრინციპო საქციელი ჩანს ყველა ნაბიჯში”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება.

მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საკუთარ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც პარლამენტში შესვლას დააპირებდნენ, მკაცრად განიკიცხავდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ერთხმად აცხადებდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ პარლამენტში და ძალიან უწესოდ მოიხსენიებდნენ თავიანთ კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც კი დააპირებდა პარლამენტში შემოსვლას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები