თამარ გაბუნია: საწოლფონდის 35-40% თავისუფალია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საწოლფონდის 35-40% თავისუფალია, რაც, მისივე თქმით, პანდემიის სამართავად, ჯერჯერობით, საკმარისია.

„ამ ეტაპზე, მობილიზებულია 8000-ზე ოდნავ მეტი საწოლი. ბოლო პერიოდში აქტიურად დაგვჭირდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება. ჯერჯერობით საწოლფონდის 35-40% არის თავისუფალი. კლინიკების ნაწილი, დაახლოებით, 10 იანვრიდან, ნაწილი კი 17 იანვრიდან დაუბრუნდა ჩვეულ საქმიანობას, დაახლოებით 700-800 საწოლი. გახსოვთ, 9000-მდე საწოლი იყო მობილიზებული, ეს აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ გარდა კოვიდისა, არსებობს სხვა საჭიროებები და ამ მიმართულებითაც იყო დიდი მოთხოვნა. ჯერჯერობით, ეს საწოლფონდი კოვიდს თავისუფლად ყოფნის. თუკი საჭირო იქნება დამატებით მოხდეს მობილიზება კლინიკების, ბუნებრივია, ეს პროცესი ჩვენ არაერთხელ გავიარეთ, არის დადგენილი მექანიზმი იმის, თუ როგორ შეიძლება, მოხდეს კლინიკების სწრაფი მობილიზაცია და შემდეგ ისევ დაბრუნება ჩვეულ რეჟიმზე, ასე რომ ეს არის მიმდინარე პროცესი და ამ შემთხვევაში პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები