“ახლა უკრაინისთვის, საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მომენტია – მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა გააგზავნა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის განხორციელებას ძალიან მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება.
„თქვენ იცით, რომ ახლა არის უკრაინისთვის, საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი – გადამწყვეტი მომენტი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის. ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ, ასევე, გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის. თქვენ ნახეთ, რომ ევროკავშირმა გააგზავნა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის განხორციელებას ძალიან მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით“, – აღნიშნა ელჩმა.