კობა ნაყოფია – “სააკაშვილს მწვავე ანემია და სერიოზული ნევროლოგიური პრობლემები აღენიშნება”

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ რუსთავის N12 საპატიმრო დაწესებულებაში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მწვავე ანემია, ტაქიკარდია და სერიოზული ნევროლოგიური პრობლემები აღენიშნება.

„მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ძალიან მწვავე ანემია, ასევე, ტაქიკარდია. ის ნევროლოგიური პრობლემები, რომელიც გაჩნდა შიმშილობის შედეგად, დღემდე არ არის მოგვარებული. ამის ფონზე, მასთან არ უშვებენ პირად ექიმს და ზოგადად არცერთი ექიმს, მათ შორის, უცხოელ ექიმებს, რომლებიც მზად არიან, ჩამოვიდნენ და შევიდნენ მასთან, დღემდე არ არის თანხმობა“, – აცხადებს კობა ნაყოფია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები