გია ვოლსკი: “ნაცმოძრაობის” ერთადერთი ამოცანა ახალი ცხელი წერტილის შექმნაა

“ნაცმოძრაობის” ერთადერთი ამოცანა არის ახალი ცხელი წერტილის შექმნა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” შესვლა, საზოგადოების ინტერესებით განპირობებული არ არის.

“პარლამენტი ლეგიტიმურია, მუშაობს. დიდი ოპოზიციური პარტიის ყოფნა და საქმიანობაც საშური საქმეა ქვეყნისთვის, ხალხისთვის, მაგრამ არავის ჰქონდეს ილუზია, რომ “ნაცმოძრაობის” შემოსვლა საზოგადოების ინტერესებით არის განპირობებული. ერთადერთი ამოცანა არის ახალი ცხელი წერტილის შექმნა, იმ კომისიის საკითხის დაყენება, რომელმაც უნდა შეაფასოს თავად მწვალებელი სააკაშვილის მიმართ იყო თუ არა დარღვეული რაიმე კანონი, ამაზე ექნებათ მცდელობები, აქტივობები და არანაირი საპარლამენტო მუშაობა ამაში არ იგულისხმება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები