ალეკო ელისაშვილი: კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობის“ საქმიანობა მარტო მაგიდაზე ახტომით არ შემოიფარგლება
“კარგია, რომ ბრუნდებიან იმიტომ, რომ ეს ბოიკოტი თავიდან ბოლომდე იყო ამაო”, – ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, თუ პოლიტიკური პარტიები ხალხის რეალურ პრობლემებზე მოახდენენ კონცენტრირებას – კარგი იქნება.
„ხელფასი რომ არ დაგექვითოს, რომ მოდიხარ კომიტეტების სხდომების წინ, ხელს რომ აწერ და მერე ვითომ ბოიკოტში ხარ და არ შემოდიხარ, ესე იგი, მუშაობა გეზარება. კარგი იქნება, თუ მათი საქმიანობა არ შემოიფარგლება მარტო მაგიდაზე ახტომით. ხალხის რეალურ პრობლემებზე თუ მოვახდენთ კონცენტრირებას, მათ შორის „ნაცმოძრაობაც“ და ვიმუშავებთ ამ პრობლემების მოგვარებაზე და არა მარტო იმაზე, რომ სააკაშვილი არის სადღაც გამოკეტილი, იქნება ძალიან კარგი“, – აცხადებს ელისაშვილი.