საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 503 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კიდევ 35 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 45 623 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 148, „პისიარ“ ტესტით – 18 475.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 28,82%, ბოლო 14 დღის – 20,75%, ბოლო 7 დღის – 23,8%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა 14 980 პაციენტი.