GWP-ს თბილისის სერვისცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 31 იანვრიდან თბილისის სერვისცენტრებში დროებით ზღუდავს ვიზიტს და მომხმარებლებს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისის სერვისცენტრებში ვიზიტის ნაცვლად, ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge.

განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით მიიღებს.

არსებულ ვითარებაში ჯივიპი მოუწოდებს მომხმარებლებს, მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით. აუცილებლობის შემთხვევაში, მომსახურების მისაღებად ადგილზე ვიზიტი შესაძლებელია მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრში და ასევე, რუსთავის წყლის მომხმარებლებისთვის – ქალაქ რუსთავში, წმინდა ნინოს ქუჩა N5-ში მდებარე სერვისცენტრში.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის – 2 931111 და ონლაინჩათის მეშვეობით“, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები