როგორია ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – 30 იანვრის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 980 შემთხვევა, აჭარა – 1 913, იმერეთი – 2 247, ქვემო ქართლი – 870, შიდა ქართლი – 679, გურია – 264, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 944, კახეთი -657, მცხეთა-მთიანეთი – 408, სამცხე-ჯავახეთი – 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 146 527 საიდანაც:
• 5 191 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 191, აჭარაში – 735, იმერეთში – 1 089.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 007 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში – 143, იმერეთში – 304. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 46, იმერეთში – 27.
• 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 – თბილისში, 639 – აჭარაში.
• 139 275 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 1.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 29 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.