სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი ქვეყანა წინ ვერ მიდის

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო წინ ვერ მიდის.

“საზოგადოება დაიღალა, გადაიღალა. ორი თემაა რეალურად საზოგადოებაში, რა გვეშველება, არის ერთი თემა და როგორ და რამ უნდა გვიშველოს. მე მგონი, რომ ჩვენ თუ რაღაც არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ ჯადოსნურ წრეზე და ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ და ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის თავზე, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა, კიდევ სამი წელი რჩება და მე ვთვლი, რომ წარმოვადგენ ამ საზოგადოების განცდას, ჩემში რაც არის, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც გროვდება ჩვენს ქვეყანაში, რაღაცნაირად უნდა გადავიდეს საქმიან ურთიერთობაში. ეს არ იქნება რაღაც ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები