პრეზიდენტი: სრულ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას – იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ

საქართველოს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან ეროვნული თანხმობის საკითხზე შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებით დაიწყო. მეგობარ ქვეყანას პრეზიდენტმა სრული სოლიდარობა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება და ვითარება დიალოგის რეჟიმში გადავა.

“სრულ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ იმიტომ, რომ ასეთ ქმედებებს შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო არის სხვა. მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი ქმედებები ანაქრონულია და ამ მიდგომებით მსოფლიო ვერ დაძლევს იმ გლობალურ საფრთხეებს, რომელიც არსებობს. ასე რომ, იმედს გამოვთქვამ, რომ ეს სიტუაცია გადავა დიალოგის ფორმატში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები