დავით მათიკაშვილი: რეზოლუციის პროექტი აბსოლუტურად ადეკვატურია – პრეტენზიებს იმ პოლიტიკური ძალისგან ვერ მივიღებთ, რომელმაც საკუთარი ქვეყანა აბსურდამდე მიიყვანა

პრეტენზიებს იმ პოლიტიკური ძალისგან ვერ მივიღებთ, რომელმაც საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით საკუთარი ქვეყანა აბსურდამდე მიიყვანა და დაკარგა ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლო, ავტორიტეტის ჩათვლით, – ასე უპასუხა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის კრიტიკას “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, რეზოლუციის მიზანი უკრაინელი ხალხისა და უკრაინული სახელმწიფოს მხარდაჭერაა.

“პრეტენზიებს იმ პოლიტიკური ძალისგან ვერ მივიღებთ, რომელმაც საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით საკუთარი ქვეყანა აბსურდამდე მიიყვანა და დაკარგა ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლო, ავტორიტეტის ჩათვლით.
რაშიც ვართ მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან თანაზიარი, ეს არის ომის არდაწყება და კონფლიქტის დეესკალაცია, რაც შეიძლება უკრაინაში მოხდეს. ჩვენ გვაქვს უკრაინელი მოძმე ხალხის მხარდაჭერის სრული მზაობა. რეზოლუციის პროექტი აბსოლუტურად ადეკვატური და რელევანტურია მსოფლიოს ცივილიზებული სახელმწიფოების ოფიციალური პირების განცხადებებისა, რაც, პირველ ყოვლისა, ომის არდაწყებას ეხება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები