შალვა პაპუაშვილი: ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია უსაფრთხოების განმტკიცებით
“ჩვენ ვართ ყოველდღიური და მუდმივი საფრთხის წინაშე, ვინაიდან საქართველო არის ყოველდღიური და ყოველწამიერი ოკუპაციის რეჟიმში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რისკები არის ყოველდღიური და ყოველწამიერი.
“ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, საოკუპაციო ძალებია განთავსებული, აქედან გამომდინარე, რისკები არის ყოველდღიური და ყოველწამიერი. საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოქმედებს, მისი ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია უსაფრთხოების განმტკიცებით ერთი მხრივ და იმით, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას დამატებით საფრთხეები არ შეექმნას, ეს გახლდათ მათ შორის, ნატო-ში ჩემი ვიზიტის შინაარსი, რომ პარტნიორებთან გვქონოდა კომუნიკაცია და გვქონოდა ერთგვაროვანი პოზიცია რეგიონში უსაფრთხოებასთან და საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.