მეუფე იაკობი – “უკრაინაზე რომ ფიქრობთ, მაშინ დაგიჯერებდით, საქართველოზე რომ მანამდე გეფიქრათ, თორემ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია”
“უკრაინაზე რომ ფიქრობთ, მაშინ დაგიჯერებდით, საქართველოზე რომ მანამდე გეფიქრათ, თორემ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
“სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცსა და ორ კაცს ნუ გააყოლებენ. ვიღაცას დაიჭერენ. რამდენი პატიმარი გვყავს, 300 ათასზე მეტი მისჯილი გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა, 400 ათასამდე კაცი იყო გასამართლებული, მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი?! თუ მაშინ არ ვარგოდა სასამართლო. აბა, რა ქვეყანა გვქონდა მაშინ აშენებული, უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა?! ამიტომ, გონიერება მოვიკრიბოთ. ნუ ვიტირებთ, თუ დაგვიჭირეს. როგორ გგონიათ, ტირილს დავიწყებ ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ რომ გამიშვითო?! გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ. უკრაინაზე რომ ფიქრობთ, მაშინ დაგიჯერებდით საქართველოზე რომ მანამდე გეფიქრათ, თორემ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ქადაგებისას მან სასულიერო პირებსაც მოუწოდა, რომ ნურავის დაიცავენ.
“ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად იყვნენ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ. რაღაც პერიოდი მოვითმენთ, არავის არ ვეტყვით, მაგრამ მერე პასუხს შიგნით ჩვენც ყველას მოვთხოვთ. შერიგება პატრიარქმაც იცის და მეც. სხვები რომ ლაპარაკობენ, თქვენ გგონიათ, იციან, რა არის შერიგება?! არ იციან, რა არის შერიგება! შერიგება ხდება სხვანაირად”, – აღნიშნა მან.
მეუფე იაკობმა ქადაგებისას ასევე ისაუბრა, რომ საყოველთაო შერიგება აუცილებლად მოხდება და ღირსებაშელახული არავინ დარჩება.
“დათქმებით რომ გამოვდივართ, ეს არის, ის არის აბსოლუტურად სხვაა. მჯერა, რომ აუცილებლად მოხდება შერიგება ისე, რომ ღირსებაშელახული არავინ დარჩება. დღეს ძალიან ბევრი ღირსებაშელახულად თვლის თავს, ეს უნდა ვიცოდეთ. თუ შენდობაა, სათხოვარი ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ. ყველა ვართ დამნაშავეები, ვიღაცებს რაღაცის უფლება მივცეთ. დროზე არ გავაჩერეთ. აკეთეს ისეთი რამე, რისი გაკეთებაც ადამიანისგან, ქართველი კაცისგან არ არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.