სალომე ზურაბიშვილი: ჰოლოკოსტის სისასტიკემ გვასწავლა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა უნდა ვაქციოთ კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად

“ჰოლოკოსტის სისასტიკემ გვასწავლა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა და პატივისცემა უნდა ვაქციოთ კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“27 იანვარი ჰოლოკოსტის, ცივილიზებული სამყაროს არსებობის მანძილზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უდიდესი სისასტიკის ხსენების საერთაშორისო დღეა.

ამ ენით გამოუთქმელი ტრაგედიის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მარადიული ხსოვნა არის ყოველი ჩვენგანის მორალური ვალდებულება.

ჰოლოკოსტის სისასტიკემ გვასწავლა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა და პატივისცემა უნდა ვაქციოთ კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად”, – წერს ზურაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები