ალუდა ღუდუშაური: საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება შემხტარი მაგიდაზე მამულაშვილი, პარლამენტში თუ თავის ოფისში – ხაბეიშვილი ქუჩიდან იყვირებს თუ პარლამენტიდან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, “ნაციონალური მოძრაობა” საკანონმდებლო ორგანოში შევა თუ არა.
„საერთოდ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა არც ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ და ლევან ხაბეიშვილი ქუჩიდან იყვირებს თუ პარლამენტის დარბაზიდან? ქალბატონი ნონა მამულაშვილი პარლამენტის მაგიდაზე იქნება შემხტარი თუ თავისი ოფისის მაგიდაზე – გააჩერეთ ქუჩაში ნებისმიერი მოქალაქე და ჰკითხეთ. ჩვენ ვაკეთებთ ქვეყნის საქმეს და ასე გავაგრძელებთ. სად იქნება „ნაცმოძრაობა“, ეს მათ ჰკითხეთ“, – აცხადებს ღუდუშაური.