ანრი ოხანაშვილი: სად იქნება „ნაცმოძრაობა“, ამას ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს

“სად იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, ამას ჩვენი საზოგადოებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოოდ, “ნაციონალური მოძრაობა” დაიშლება.

„სად იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის. ისინი ზნეს არ იცვლიან, რჩებიან რადიკალურ ჯგუფებად და მათ მიჩენილი აქვთ ჩვენი საზოგადოებისგან ის ადგილი პოლიტიკაში, რაც მათ ეკუთვნით და რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო მეტად დასუსტდებიან და დაიშლებიან საბოლოოდ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები