გიგა ბოკერია: ეს რეზოლუცია “ქართული ოცნების” სტანდარტითაც კი სამარცხვინო ნაბიჯია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა.

“უკრაინა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, ამიტომ, ყველა ნორმალური პოლიტიკური ძალის ინტერესია კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, რომელიც ახლა განსაცდელშია. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრებულია იმ სირცხვილით, რაც გვაჭამა ჩვენმა მთავრობამ ყველას თვალში. ამას ოპოზიციის აქტიურობა ვერ გამოასწორებს, ვიდრე მთავრობას არ გამოვცვლით, მაგრამ ვიდრე გამოვცვლით ამ სამარცხვინო გაუგებრობას, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ ყველა ასპარეზზე სადაც შეგვიძლია. ეს რეზოლუცია “ქართული ოცნების” სტანდარტითაც კი სამარცხვინო ნაბიჯია, ამ ფაქტს ნორმალური საპარლამენტო რეზოლუციაც ვერ უშველიდა, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ავალდებულებდა, რომ ემოქმედა. მაგრამ, ესეც ვერ გაბედეს ისეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არიან, რაც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. რომც ეხსენებინათ რუსეთი უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში, ეს იქნებოდა სახის შენარჩუნების შანსი, მაგრამ შეცდომაა ოპოზიციის მხრიდან მაშველი რგოლის გადაგდება, როდესაც პრემიერმინისტრი არ მოქმედებს, საპარლამენტო რეზოლუცია ამას არ ჩაანაცვლებს, ამიტომ, არ უნდა ვეცადოთ შელამაზებას სიტუაციის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები