პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატების მოსმენა დაიწყო.

პარლამენტის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო ცესკო-ს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები. გასული წლის დეკემბერში, პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარლამენტი ცესკო-ს წევრსა და ცესკო-ს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები