კელი დეგნანი: ძალიან გაგვიხარდება თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთად იმუშავებენ ინიციატივებზე, რომლებიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს გამოხატავენ

საქართველოში აშშ-ის ელჩის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, კარგი იქნება თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთად იმუშავებენ ინიციატივებზე, რომლებიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს გამოხატავენ.

„აშშ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ყოველთვის ყველა პარტიას მოუწოდებდა, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“. ადგილი, სადაც შეგიძლია დაიცვა შენი ინტერესები და ხედვები არის პარლამენტი. გამოიყენეთ დემოკრატიული ინსტიტუტები წარმომადგენლობითი პარლამენტის მშენებლობისთვის, სადაც იქნებიან საქართველოს თითოეული მოქალაქის წარმომადგენლები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში. ძალიან გაგვიხარდება თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთად იმუშავებენ ინიციატივებზე, რომლებიც ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს გამოხატავენ. ამას ბევრი დრო და მოლაპარაკება დასჭირდება, თუმცა სწორედ ამისთვისაა პარლამენტი“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები