საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მიერ შშმ პირის მიმართ ძალადობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები.
უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს”,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მეტროში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არასრულწლოვან შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდა. საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს.