რატი იონათამიშვილი: გუბაზ სანიკიძე სინამდვილეში სააკაშვილის შეფასებებს ამბობდა, როდესაც ნულს უწოდებდა მთლიანად ოპოზიციას და მის ლიდერებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სანიკიძე მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის სათქმელს აჟღერებს.

„როდესაც ლაპარაკობს გუბაზ სანიკიძე, ჩვენ გვესმის მიხეილ სააკაშვილის რეალური სათქმელი. როგორც ჩანს, ეს არის სააკაშვილის პოზიცია ზოგადად ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, მათ შორის, მელიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გუბაზ სანიკიძე სინამდვილეში სააკაშვილის შეფასებებს ამბობდა, როდესაც ნულს უწოდებდა მთლიანად ოპოზიციას და მის ლიდერებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა – “ძალიან დაბალი ხარისხი მაქვს ნდობის ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ. ზოგთან შედარებით ნაკლები, მაგრამ ზოგთან განულებული მაქვს საერთოდ ნდობის საკითხი, ნოლების პარადია, ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ვინმეს კი ნუ ეწყინება”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები