ირაკლი ქადაგიშვილი – გუბაზ სანიკიძეზე: სწორი შეფასება მისცა თავის თავსაც და ოპოზიციასაც
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ზოგადად, სწორი შეფასება მისცა თავის თავსაც და ოპოზიციასაც. რაც შეეხება სააკაშვილის მიმართ მის დამოკიდებულებას, ეს არის ის ბოლო წერტილი, რომლის იქითაც უკვე მინუსი იწყება და ამიტომ ეჭიდება სააკაშვილის ფაქტორს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა – “ძალიან დაბალი ხარისხი მაქვს ნდობის ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ. ზოგთან შედარებით ნაკლები, მაგრამ ზოგთან განულებული მაქვს საერთოდ ნდობის საკითხი, ნოლების პარადია, ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ვინმეს კი ნუ ეწყინება”.