მაია ზალდასტანიშვილი: არის შემთხვევები, როცა „ომიკრონის“ დადასტურება PCR-ტესტითაც გართულებულია

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგის, მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის” შემთხვევაში, PCR-ტესტირებით ვირუსის დადასტურება გართულებულია.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა პაციენტებს რამდენჯერმე სჭირდებათ, PCR-ტესტირების გაკეთება.

„ტესტირების ძალიან ბევრი მსურველია. მათ ნაწილს კლინიკური ნიშანი აღენიშნება და კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან. სამწუხაროდ, ასეთ პაციენტთა რიცხვი გაიზარდა. რაც შეეხება დადასტურებას – დადასტურება არცთუ იშვიათია და საკმაოდ ხშირია, მაგრამ საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პაციენტს კლინიკური ნიშნები აქვს, მაგრამ არ დასტურდება, თუმცა, მიიჩნევა, რომ მას კოვიდი აქვს. როცა ოჯახის ორ წევრს კოვიდი უდასტურდება და მესამესაც კლინიკური ნიშანი აქვს, რა თქმა უნდა, ისიც კოვიდინფიცირებულია. წინა შტამების შემთხვევაში, როცა ვეჭვობდით, რომ კოვიდინფექცია იყო, ეს თითქმის ყველა შემთხვევაში დასტურდებოდა. იყო რაღაც რაოდენობის ცდომილება, მაგრამ აქ ცოტა გართულებულია დადასტურება და პაციენტებს არა ერთხელ და ორჯერ სჭირდებათ PCR-ტესტირება“, – აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები