ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველო უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
„ჩვენ, ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გავიღოთ, რათა უკრაინაში არ მოხდეს ხელახალი ომი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. ამ შემთხევაში, არანაირი ორაზროვნება და არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს, საქართველო ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა სამხარაძემ.