დავით სერგეენკო: უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ეს არ არის ლიტონი სიტყვები

“არასდროს გავმდგარვართ გვერდზე, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას უჭირდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა.

“ჩვენ არასდროს გავმდგარვართ გვერდზე, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას უჭირდა, ისევე – როგორც ისინი არ გამდგარან გვერდზე, როდესაც ჩვენ გვიჭირდა. ეს არის მოცემულობა, რომელსაც არანაირი გადაფასება არ სჭირდება. უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ეს არ არის ლიტონი სიტყვები”, – აღნიშნა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები