დავით მათიკაშვილი: პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, “ნაცმოძრაობის” მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულს ქვემოთაა

“ნაციონალურ მოძრაობას” აქვს არა მხოლოდ პარტიული, არამედ – იდეოლოგიური კრიზისი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, “ნაციონალური მოძრაობის” მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულს ქვემოთაა.

“ნაციონალურ მოძრაობას” აქვს არა მხოლოდ პარტიული, არამედ – იდეოლოგიური კრიზისი. ამ დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალამ გაცვითა და მოცვითა ყველაფერი, თუ რამე შეეძლო, ქვეყნისთვის კონსტრუქციულად დადებითად შეეთავაზებინა და ეს ყველაფერი ძალიან ცხადად გამოჩნდა თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, მათი კრიმინალი ბელადის ჩამობრძანების და იმ პროცესების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში. რეალურად, პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, “ნაციონალური მოძრაობის” მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულს ქვემოთაა. ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისა და საპარლამენტო რესპუბლიკის წარმომადგენლისთვის, უმჯობესია, ოპოზიციასთან მქონდეს შესაბამისი პოლიტიკური ბატალიები საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის არჩევანია, რომ არა პოლიტიკური პროცესებით, არამედ ფსევდორევოლუციებით, ფსევდობელადების თაყვანისცემით მიაღწიონ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები