დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები უსაფრთხო თავშესაფარს და ჯანდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრას ითხოვენ. ისინი ასევე მოითხოვენ, დეტალურად გაეცნონ ხელისუფლების სამოქმედო გეგმას, რათა დაზუსტებით იცოდნენ, თუ რა ვადაში გადაეცემათ საცხოვრებელი ბინები.

ცნობისთვის, დევნილთა სააგენტომ შეიმუშავა გეგმა და “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს შესთავაზა ორი გზა. ერთი ეს არის – დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვ.მ.-ის ფასი იქნება 550 $-ის ეკვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო და მეორე გზა – დევნილ ოჯახებს, ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები