198 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 2 გარდაცვლილი – კოვიდსტატისტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 198 ადამიანს დაუდასტურდა, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.
გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ამჟამად 74 პაციენტი მკურნალობს, 22 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 18 მძიმე მდგომარეობაშია.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 583-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 585-ს.