ინგლისში “ომიკრონ BA.2”-ს 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ინგლისში აღმოჩენილია Omicron-ის ახალი ქვევარიანტის 400-ზე მეტი შემთხვევა. ამის შესახებ გამოცემა Independent წერს.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) Omicron BA.2 აღწერა, როგორც „გამოძიების ქვეშ მყოფი ვარიანტი“.

ომიკრონ BA.2-ს შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში გახდა ცნობილი. მაშინ The Guardian წერდა, რომ BA.2-ს ვარიანტს აქვს მრავალი საერთო მუტაცია სტანდარტულ Omicron-თან, თუმცა მას არ გააჩნია კონკრეტული გენეტიკური ცვლილება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები