ჯანმო-მ 5 წელს ზემოთ ბავშვებისთვის Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას რეკომენდაცია გაუწია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულმა საკონსულტაციო ჯგუფმა(SAGE), 5-1 წლის ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

ამის შესახებ ინფორმაცია SAGE-ის ვებსაიტზე სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ბავშვებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის შემცირებული დოზა 10 მიკროგრამის ოდენობით, რაც იმაზე სამჯერ ნაკლებია, რაც 12 წელზე უფროსი ასაკის პორებისთვის გამოიყენება.

ამავდროულად, საკონსულტაციო ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია პირველადი ვაქცინაციიდან 4-6 თვის შემდეგ “ბუსტერ” დოზის შეყვანას იმ პირებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, როგორიცაა ხანდაზმულები ან ჯანდაცვის მუშაკები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეით ო’ბრაიენმა, საკონსულტაციო ჯგუფის გადაწყვეტილებების კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაციას არ გააჩნია მტკიცებულება, რომ ბავშვებს “ბუსტერ” დოზა სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები