გია ვოლსკი: გახარიამ თავიდანვე ისეთი ნაბიჯები გადადგა, როგორიც „ნაცმოძრაობას“ აწყობდა
ვიცესპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ თავიდანვე ისეთი ნაბიჯიები გადადგა, როგორიც “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობდა.
მისი თქმით, გახარიას პარტია და „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებით და კოორდინებულად მოქმედებენ.
„გახარიამ თავიდანვე ისეთი ნაბიჯები გადადგა, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა. მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა ამ პოლიტიკური სუბიექტის მიერ, რაც დაგვირგვინდა თბილისის მერის არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენებით. ეს გადაწყვეტილებაც ერთად მიიღეს წალენჯიხაში, ეს არის კიდევ ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა მოქმედებს შეთანხმებით და კოორდინებულად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის საკრებულოში გუშინ თავმჯდომარე აირჩიეს. ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წევრი, კორნელი სალიაა, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო.