ამირან გამყრელიძე: “ომიკრონის” ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება – ცირკულირებს სხვა შტამებიც
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის – “ომიკრონის” ცირკულაცია იზრდება.
“ომიკრონის” ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ კი იმერეთი და აჭარა მოდის. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. დაახლოებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% მოდის “ომიკრონზე”. თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% არის, ხოლო რეგიონში კი 40-60%. დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დომინანტია, თუმცა, ცირკულირებს სხვა შტამებიც”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.