ვისთვისაა რეკომენდებული ორმაგი პირბადის ტარება – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, საზოგადოების რომელი ჯგუფისთვისაა რეკომენდებული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ორმაგი პირბადის ტარება:

„ომიკრონის“ სუსტი მიმდინარეობა ძირითადად ახალგაზრდებში ფიქსირდება, მათ გადააქვთ დაავადება, როგორც მარტივი გაციება და ვირუსი სუნთქვის უკმარისობას და ფილტვების დაზიანებას არ იწვევს.
განსაკუთრებით საყურადღებოა 60 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი, ვისაც აქვს ჭარბი წონა, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადება ან ონკოლოგიური პათოლოგიები, თირკმლის ქრონიკული დაავადება. ისინი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ატარონ ორმაგი პირბადე ან გამოიყენონ რესპირატორი და აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები