ირაკლი ზარქუა: რა დროს სააკაშვილია და მისი დაზარალებულად ცნობა? – სასჯელს დამსახურებულად იხდის

“მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა მესამე პრეზიდენტის ადვოკატების მოთხოვნას, რომელიც „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ეხება.

ზარქუა ფიქრობს, რომ საზოგადოება სააკაშვილით დაიღალა.

“მგონი, საზოგადოებაც დაიღალა ამ სააკაშვილით, რა დროს სააკაშვილია და მისი დაზარალებულად ცნობა? დაზარალებული არის 300 000-ზე მეტი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის, რომელიც აწამეს, ტერორში ჰყავდათ წლების განმავლობაში და სააკაშვილი კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს. ის ზის ციხეში დამსახურებულად, კონკრეტული დანაშაულების გამო”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები