დიმიტრი ხუნდაძე: მწუხარებას გამოვთქვამ სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის გამო

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუშინ თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის გამო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად დაადგენს ტრაგიკული შემთხვევის მიზეზს. “დევნილები ის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფია, ვის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება და პატივისცემა მაქვს. შეუფასებელია მათი ტკივილი თუნდაც მხოლოდ დევნილობის სტატუსის გამო. 2012 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი ბინებით დაკმაყოფილება, თუმცა, მესმის იმ ოჯახების, ვისაც მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება და მოუთმენლად ელიან საცხოვრებელ ფართებს.  სამწუხაროდ, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ყველას  ერთდროულად დაკმაყოფილება, ეს შესაბამისი შეფასებითი  კრიტერიუმების მიხედვით მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, ბინების მოლოდინში მყოფი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და აღარ გვექნება შეხება მსგავს საპროტესტო ფაქტებთან.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს ამ დიდ ტკივილს”, – აცხადებს ხუნდაძე.

ცნობისთვის, 16 იანვარს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი შენობის მაღალი სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები