სოციალური მომსახურების სააგენტო სამტრედიაში სოციალური მომსახურების სერვის ცენტრში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

სოციალური მომსახურების სააგენტო სამტრედიაში სოციალური მომსახურების სერვის ცენტრში მამაკაცის გარდაცვალების თაობაზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ გარდაცვლილ მოქალაქეს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და არ წარმოადგენს სოციალური დახმარების მიმღებ პირს.

როგორ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრში გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა.

მათივე ცნობით, ადგილზე მისულ ეკიპაჟს მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები