ექიმი – სააკაშვილზე: ნევროლოგიური დარღვევები რჩება, მაგრამ პატარა ნიუანსებში გაუმჯობესებაცაა

“ნევროლოგიური დარღვევები რჩება, მაგრამ პატარა ნიუანსებში გაუმჯობესებაცაა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

“ნევროლოგიური დარღვევები რჩება. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან უმნიშვნელოდ, გაუმჯობესება არის, მაგრამ ძირითადი სიმპტომები რჩება. რადიკალურად გაუმჯობესებული არ არის მისი მდგომარეობა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გაუარესება არ არის და პატარა ნიუანსებში არის გაუმჯობესება.

მას სტრესი მოხსნილი არ აქვს და არც მოეხსნება არასოდეს. ცხადია, რა სიტუაციაშიც იმყოფება, მისთვის არის ძალიან სტერსული. რამდენად ეფექტური იქნება მკურნალობა და რამდენად მივალთ სრულ განკურნებამდე, ამის თქმა ძალიან ძნელი იქნება,” – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი დღეს მოინახულა. ისინი დასკვნას ამზადებენ, რომელიც საჯარო 19 იანვარს გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები