ნინო ბერძული: მოსახლეობის მინიმუმ 80-85% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ დავიწყოთ ენდემიურ ფაზაში გადასვლა, ამ მაჩვენებლისგან ძალიან შორს ვართ

“გარკვეულ ეტაპზე, ჩვენ გადავალთ პანდემიის ფაზიდან ენდემიურ ფაზაში. თუმცა, ამ ეტაპზე არ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს არის ის დრო, როდესაც შეგვიძლია, დავახასიათოთ ეს ვირუსი, როგორც ენდემიური”, – ამის შესახებ ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა, ნინო ბერძულმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ფრთხილი ოპტიმიზმი გვაქვს იმის, რომ როდესაც ვაქცინაციის მაჩვენებელი აიწევს, ვაქცინით დაცვა და ბუნებრივი იმუნიტეტი შესაძლებლობას მოგვცემს, გადავიდეთ ენდემიურ ფაზაში. მოსახლეობის მინიმუმ 80-85% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ გარკვეული იმუნური ფენა შეიქმნას  – იმისთვის, რომ გაცილებით ნაკლები შემთხვევა გვქონდეს, უფრო ეფექტიანად ვმართოთ პანდემია და დავიწყოთ ენდემიურ ფაზაში გადასვლა. თუმცა, ამ მაჩვენებლისგან ძალიან შორს ვართ“, – განაცხადა ბერძულმა.

მისივე თქმით, პანდემია გლობალური მოვლენაა და ერთ ქვეყანაში მოსახლეობის თუნდაც 90%-ის ვაქცინაცია საკმარისი არ არის. მან ასევე აღნიშნა, რომ დასაცავია ბალანსი იმ სახელმწიფოებს შორის, სადაც მოსახლეობის  1 პროცენტიც კი არ არის აცრილი და, მათ შორის, სადაც უკვე “ბუსტერ” დოზები კეთდება.

რამდენიმე დღის წინ ესპანეთის პრემიერმინისტრმა ევროპას კორონავირუსის ენდემურ დაავადებად განხილვის შესახებ დისკუსიის დაწყებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები